ემანუელ მაკრონი - ბოდიშს არ მოვიხდი იმის გამო, რომ „ნატო-ს ტვინის გარდაცვალება“ ვთქვი
ემანუელ მაკრონი - ბოდიშს არ მოვიხდი იმის გამო, რომ „ნატო-ს ტვინის გარდაცვალება“ ვთქვი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ არ მოიხდის ბოდიშს იმის გამო, რომ „ნატო-ს ტვინის გარდაცვალებაზე“ ისაუბრა, რადგან მაკრონი მიიჩნევს, რომ მისი ეს განცხადება გამომაფხიზლებელი იყო ალიანსის წევრი სახელმწიფოებისთვის.

მაკრონის თქმით, ბოლო პერიოდში ალიანსის წევრები უფრო მეტად ფოკუსირებულები არიან ბიუჯეტის საკითხებზე.

„მშვიდობა ევროპაში, რუსეთთან ურთიერთობა, თურქეთის საკითხი. ვინ არის მტერი? ასე რომ, მე ვამბობ, ვიდრე ეს საკითხები გადაუჭრელია, მოდი ნუ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ხარჯების გადანაწილებაზე. ასე რომ, შესაძლოა, ჩვენ გვჭირდებოდა გამოფხიზლება. მიხარია, რომ ეს მივიტანეთ ადრესატებამდე და ახლა ყველა ფიქრობს, რომ ჩვენ სტრატეგიულ მიზნებზე უფრო მეტად უნდა ვფოკუსირდეთ“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.