ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთის შეიარაღებულმა ძალებმა საჰარაში „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურის ლიკვიდაცია განახორციელეს
საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა საჰარაში „ისლამური სახელმწიფოს“ მეთაურის ლიკვიდაცია განახორციელეს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
საუბარია ადნან აბუ ვალიდ ალ-საჰრავიზე, რომელიც საჰელის რეგიონში მოქმედი, „ისლამური სახელმწიფოს“ საჰარის ფრთის ლიდერი იყო.
მაკრონს ოპერაციის დეტალებზე არ უსაუბრია. საჰელის რეგიონში საფრანგეთმა მასშტაბური ანტიტერორისტული ოპერაცია 2014 წელს დაიწყო.