ელვისებურ ჭადრაკში პირველი ონლაინ ტურნირი საერთაშორისო დიდოსტატ დავით მაღალაშვილის გამარჯვებით დასრულდა
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მიერ ელვისებურ ჭადრაკში ორგანიზებული პირველი ონლაინ ტურნირის გამარჯვებული დავით მაღალაშვილია.
გორელმა მოჭადრაკემ 9 შესაძლებლიდან 8,5 ქულა მოაგროვა და ნახევარი ქულით გაუსწრო მეორე-მესამე ადგილზე გასულ საერთაშორისო დიდოსტატ მერი არაბიძე და ფიდე-ს ოსტატ ირაკლი ახვლედიანს.
ასპარეზობა შვეიცარული სისტემით, ცხრა ტურად გაიმართა და პირველობისთვის 142 მოჭადრაკე იბრძოდა.