ელიზაბეთ რუდი - ჩვენ ვიხილეთ მოსამართლეების პროფესიონალიზმის ზრდა, ნაფიცი მსაჯულების სისტემის ჩამოყალიბება, რამაც რიგითი მოქალაქეების სასამართლოებთან ურთიერთობა გააუმჯობესა
ელიზაბეთ რუდი - ჩვენ ვიხილეთ მოსამართლეების პროფესიონალიზმის ზრდა, ნაფიცი მსაჯულების სისტემის ჩამოყალიბება, რამაც რიგითი მოქალაქეების სასამართლოებთან ურთიერთობა გააუმჯობესა

ჩვენ ვიხილეთ მოსამართლეების პროფესიონალიზმის ზრდა, ნაფიცი მსაჯულების სისტემის ჩამოყალიბება, რამაც რიგითი მოქალაქეების სასამართლოებთან ურთიერთობა გააუმჯობესა, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა თემის კომენტირებისას განაცხადა.

ელიზაბეთ რუდმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აშშ-ი დამოუკიდებელ სასამართლოს დემოკრატიის ქვაკუთხედად მიიჩნევს.

„სწორედ ამ მიზეზის გამო, აშშ-მა წლების განმავლობაში 30 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია დააბანდა, რათა საქართველოს მთავრობასა და პარლამენტთან თანამშრომლობით შექმნილიყო პროფესიული და დამოუკიდებელი მართლმსაჯულება. ამ პერიოდში ჩვენ ვიხილეთ მნიშვნელოვანი პროგრესი. მაგალითად, მოსამართლეების პროფესიონალიზმის ზრდა და ნაფიცი მსაჯულების სისტემის ჩამოყალიბება. ეს არის ის, რამაც რიგითი მოქალაქეების სასამართლოებთან ურთიერთობა გააუმჯობესა.

ასევე, ხაზს გავუსვამდი სასამართლო სისტემის ე.წ. მეოთხე ტალღას, რომელიც გასულ კვირას პარლამენტმა მიიღო. ეს არის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი წინ და მას მივესალმეთ. რა თქმა უნდა, კიდევ რჩება საკითხები, რომლებშიც პროგრესის მიღწევა საჭირო, რათა შეიქმნას მართლმსაჯულების ისეთი სისტემა, რომელსაც ენდობა ყველა მოქალაქე და აშშ-ი ამ კუთხით საქართველოსთან თანამშრომლობას განაგრძობს.

მე ვიტყოდი, რომ პარლამენტი იმუშავა ისეთი პროცესით, რომელიც აქამდე არ არსებობდა. ვგულისხმობ მოსამართლეთა შერჩევის პროცესს. იმპლემენტაციასთან და შედეგთან დაკავშირებით გვაქვს შეშფოთება და გვსურს, გავაგრძელოთ საქართველოსთან თანამშრომლობა, რათა მომავალში მოსამართლეთა დანიშვნა მოქალაქეების მხრიდან ნდობა დაიმსახუროს“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.