ელიზაბეთ რუდი - „ფრიდომ ჰაუსი“ კერძო ორგანიზაციაა და საკუთარ შეფასებას აკეთებს, მე კი შემიძლია, ვთქვა, რომ აშშ-ი მტკიცედ უჭერს მხარს მედიის თავისუფლების გაძლიერებას
ელიზაბეთ რუდი - „ფრიდომ ჰაუსი“ კერძო ორგანიზაციაა და საკუთარ შეფასებას აკეთებს, მე კი შემიძლია, ვთქვა, რომ აშშ-ი მტკიცედ უჭერს მხარს მედიის თავისუფლების გაძლიერებას

აშშ-ი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოში მედიის თავისუფლების გაძლიერებას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა „ფრიდომ ჰაუსის“ ინტერნეტის თავისუფლების ინდექსის შესახებ დასმულ კითხვაზე განუცხადა.

„ფრიდომ ჰაუსი“ არის კერძო ორგანიზაცია, რომელიც ქვეყნებში არსებული სიტუაციის საკუთარ, დამოუკიდებელ შეფასებას აკეთებს. მე შემიძლია, ვთქვა, რომ აშშ-ი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოში მედიის თავისუფლების გაძლიერებას, რაც დემოკრატიული საზოგადოების საფუძველია“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა.

„ფრიდომ ჰაუსმა“ გუშინ კვლევა გამოაქვეყნა. რომლის მიხედვითაც, საქართველო ინტერნეტის თავისუფლების 2019 წლის ინდექსის ათეულში მოხვდა. „ფრიდომ ჰაუსის“ შეფასებით, საქართველოში საანგარიშო პერიოდში ინტერნეტის თავისუფლება დაცული იყო.