დედოფალ ელისაბედ მეორის შვილიშვილი პიტერ ფილიპსი 12-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ცოლს, კანადელ ოთმნ კელის დაშორდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. წყვილს ორი შვილი ჰყავს.
ფილიპსის განმარტებით, ეს გადაწყვეტილება წყვილმა შეთანხმებულად მიიღო, რაც სამომავლო მეგობრობისთვის და ბავშვებისთვის საუკეთესო გზა იყო.
ბუკინგემის სასახლეში ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებენ.
42 წლის ფილიპსი ელისაბედ მეორის ქალიშვილის, პრინცესა ანნეს შვილია. მან მეუღლე 2003 წელს კანადაში გაიცნო. მათ დედოფლის უინძორების სასახლეში იქორწინეს. ფილიპსს სამეფო სტატუსი არ აქვს.