ელისაბედ მეორე პრინც ჰარისთან პირისპირ ისაუბრებს
ელისაბედ მეორე პრინც ჰარისთან პირისპირ ისაუბრებს

ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე პრინც ჰარისთან პირისპირ ისაუბრებს, მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა, მეუღლე მეგანთან ერთად, უარი თქვა ისარგებლოს სამეფო მაღალი რანგის სტატუსით. ამის შესახებ „ბიბისი“ იუწყება.

შეხვედრა ორშაბათს, 13 იანვარს შედგება და მას პრინცი ჩარლზი და პრინცი უილიამიც დაესწრებიან. რაც შეეხება სასექსის ჰერცოგინია მეგანს, ის შეხვედრაზე სატელეფონო ზარის საშუალებით კანადიდან ჩაერთვება.