გაერთიანებული სამეფოს დედოფალი, ელისაბედ მეორე ედინბურგში, შოტლანდიაში დიდი ბრიტანეთის მონარქის ოფიციალურ რეზიდენციაში, ჰოლირუდის სასახლეში გადაასვენეს.
დედოფლის ცხედარს ხვალ დილით ედინბურგის ტაძარში გადაასვენებენ, სადაც შოტლანდიელებს დედოფალთან გამომშვიდობების შესაძლებლობა ექნებათ.
ხვალვე მეფე ჩარლზი და დედოფალი კამილა ბრიტანეთის პარლამენტში მივლენ, შემდეგ კი ედინბურგში გაემგზავრებიან.