გიორგი ამილახვარი ედინბურგში მიმდინარე უმაღლესი განათლების კონფერენციაში Going Global 2023 მონაწილეობს
გიორგი ამილახვარი ედინბურგში მიმდინარე უმაღლესი განათლების კონფერენციაში Going Global 2023 მონაწილეობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარესთან, გივი მიქანაძესთან ერთად, სამუშაო ვიზიტით შოტლანდიაში, ქალაქ ედინბურგში იმყოფება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებით მიმდინარე უმაღლესი განათლების კონფერენციაში სახელწოდებით Going Global 2023 მონაწილეობს, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის განათლების მინისტრები და ლიდერები უმაღლესი განათლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ.

უმაღლესი განათლების კონფერენცია დიდი ბრიტანეთის განათლების მინისტრმა, ჯილიან კიგანმა გახსნა და მის ფარგლებში სხვადასხვა თემაზე პლენარული სესიები გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა გიორგი ამილახვარმა მიიღო.

ედინბურგში ვიზიტისას მინისტრი შეხვედრებს კოლეგა მინისტრებთან, სხვადასხვა უნივერსიტეტის რექტორებთან და განათლების ლიდერებთან გამართავს.