ელიგის ტრადიციული დაჯილდოება ხვალ ონლაინ ფორმატში გაიმართება

12:57, 27.12.2020

ეროვნული ლიგის ტრადიციული დაჯილდოება ხვალ, 28 დეკემბერს გაიმართება. ეროვნული ლიგის ოფიციალური გვერდის ცნობით, პანდემიის შედეგად მიღებული ახალი რეალობის და საკარანტინო რეგულაციების გათვალისწინებით, AWARDS 2020 შეცვლილი ფორმატით, ონლაინ-რეჟიმში გაიმართება.

„გასული სეზონის საუკეთესოები, ხვალ ეროვნული ლიგის სოციალური ქსელების (ფეისბუქი, ინსტაგრამი) საშუალებით გამოვლინდებიან. ასევე, გამარჯვებულების სრულ ჩამონათვალს, ჩვენი ვებგვერდის საშუალებითაც შეიტყობთ. დაჯილდოება ორშაბათს, 28 დეკემბერს, დილის 11:00 საათზე ეროვნული ლიგა 2-ის ნომინაციებით დაიწყება და სეზონის საუკეთესოების გამოვლენის პროცესი 15:30-მდე გაგრძელდება“, – წერია ეროვნული ლიგის ოფიციალურ გვერდზე.

დაჯილდოება ამით არ დასრულდება. ამავე ფორმატით ჩატარდება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება „სფფ AWARDS 2020“ – სფფ საუკეთესოებს ერთი დღის შემდეგ, 29 დეკემბერს გამოავლენს.

ეროვნულ ლიგაში გამარჯვებულები გამოვლინდება შემდეგ ნომინაციებში:

• სეზონის სიმბოლური გუნდი

• სეზონის საუკეთესო მეკარე

• სეზონის საუკეთესო მცველი

• სეზონის საუკეთესო ნახევარმცველი

• სეზონის საუკეთესო თავდამსხმელი

• ბომბარდირი

• სეზონის საუკეთესო ლეგიონერი

• სეზონის საუკეთესო მწვრთნელი

• სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი

 

ეროვნული ლიგა 2 (ნომინაციები)

• სეზონის საუკეთესო ლეგიონერი

• სეზონის საუკეთესო მწვრთნელი

• სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი

• ფენტეზის გამარჯვებულები

მსგავსი