ელიგაში დებიუტანტი „სპაერი“ გალიდერდა - „ტორპედომ“ ცხრა მოთამაშით დარჩენილი ჩემპიონი დაამარცხა #1TVSPORT
ელიგაში დებიუტანტი „სპაერი“ გალიდერდა - „ტორპედომ“ ცხრა მოთამაშით დარჩენილი ჩემპიონი დაამარცხა #1TVSPORT

„სპაერი“ ეროვნული ლიგის მე-3 ტურში „დავით პეტრიაშვილი – არენაზე“ „გაგრას“ ესტუმრა და მიმდინარე სეზონში მეორე გამარჯვება მოიპოვა 3:0.

მე-14 წუთზე თამაზ ცეცხლაძემ ანგარიში გახსნა, ხოლო 32-ე წუთზე გოჩა ცირდავამ სტუმრების უპირატესობა ორამდე გაზარდა. საბოლოო ანგარიში კი სიენდა მატენჯვამ (90+3) დააფიქსირა.

ტურის მატჩს ქუთაისის „რამაზ შენგელია არენამ“ უმასპინძლა – „ტორპედომ“ მოქმედი ჩემპიონი, თბილისის „იბერია“ მიიღო და 9 მოთამაშით დარჩენილი მეტოქე ბოლო წამებზე გატანილი გოლით 1:0 დაამარცხა.

მთავარმა არბიტრმა, ირაკლი შენგელიამ 86-ე წუთზე „იბერიის“ მცველი არმელ ზოური გააძევა, ხოლო 90-ზე თბილისელთა თავდამსხმელს, ამირან ძაგანიას მეორე ყვითელი ბარათი აჩვენა. ქუთაისელებმა რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლეს და 90+6-ე წუთზე ცოტნე ნადარაიას გოლით სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვეს.

სამი ტურის შემდეგ ეროვნულ ლიგას მოულოდნელი ლიდრი ჰყავს – დებიუტანტმა „სპაერმა“ 6 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზეა.