ეროვნული ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ეროვნულ ლიგა 2-ის მეორე წრის სიმბოლური ნაკრები დაასახელა.
ეროვნული ლიგა 2-ის მეორე წრის სიმბოლური გუნდი
მეკარე – დავით კერესელიძე („გაგრა“)
მცველები: ზვიად ნაჭყეპია („ვიტ ჯორჯია“), ლუკა ნოზაძე („გაგრა“), ბექა ბიბილაშვილი (მარტვილის „მერანი“), გიორგი გეგია (მარტვილის „მერანი“)
ნახევარმცველები: გიორგი ვეკუა („გაგრა“), დათა სიჭინავა („სიონი“), ივანე ხაბელაშვილი („გაგრა“) – ვასილ გოგოლაძე (მარტვილის „მერანი“), ზვიად ქანთარია (მარტვილის „მერანი“), გურამ სამუშია („გაგრა“)
სიმბოლურ ნაკრებში ყველაზე მეტი, 5 ფეხბურთელი „გაგრადან“ მოხვდა, რადგან ამ გუნდმა მეორე წრე შესანიშნავად ჩაატარა. 4 მოთამაშეა მარტვილის „მერანიდან“, რადგან გუნდმა ცუდი სტარტის შემდეგ მოახერხა და მესამე ადგილზე დაწინაურდა. თითო მოთამაშე კი „ვიტ ჯორჯიადან“ და ბოლნისის „სიონიდან“ მოხვდნენ.
აღსანიშნავია, რომ ეროვნული ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ლიგა 2-ის საუკეთესო მწვრთნელი და ფეხბურთელი დაასახელა და ორივე „გაგრას“ წარმოადგენს – 33 წლის მწვრთნელი გაგა კირკიტაძე და 27 წლის ნახევარმცველი ივანე ხაბელაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს თასის მფლობელი „გაგრა“ კონფერენც ლიგაზე ითამაშებს. გუნდი ტურნირის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მონტენეგროს „სუტიესკას“ 8 ივლისს შინ მიიღებს, ხოლო 15 ივლისს მონტენეგროში ესტუმრება. მეორე წრეში გასვლის შემთხვევაში, „გაგრა“ ისრაელის გუნდს, თელ-ავივის „მაქაბის“ 22 და 29 ივლისს დაუპირისპირდება.