ელგუჯა თოხაძე - ამბობენ, რომ დოდო გუგეშაშვილმა დამნაშავის ვინაობა დაასახელა
ელგუჯა თოხაძე - ამბობენ, რომ დოდო გუგეშაშვილმა დამნაშავის ვინაობა დაასახელა

ომის ვეტერანი ელგუჯა თოხაძე აცხადებს, რომ საავადმყოფოში მიყვანისას დოდო გუგეშაშვილი გონზე იყო და დაასახელა, ვინ დაესხა თავს. ამის შესახებ ელგუჯა თოხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა და მათ მეგობრებში გავრცელებული ინფორმაციის შესახებ უამბო.

„ამბობენ, რომ დოდო გუგეშაშვილმა დამნაშავის ვინაობა დაასახელა. მაგრამ, ვერ ვავიგეთ, ვის უთხრა და ვინ დაასახელა.

ამბობენ, სანამ ოპერაციაზე შეიყვანდნენ, პირველად ვინც მივიდა საავადმყოფოში, იმ ბიჭებს უთხრა, ბავშვს მიმიხედეთო. რომ მოიყვანეს, გონზე ყოფილა. ახლა რეანიმაციაშია“, – განაცხადა ელგუჯა თოხაძე.

ღუდუშაურის კლინიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნიკოლოზ ქარცივაძის განცხადებით, დოდო გუგეშაშვილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. როგორც ექიმი აცხადებს, გუგეშაშვილს ჭრილობა გულმკერდის მარცხენა ნახევარში აქვს. დღეს დილით, დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს, გრიგოლ გუგეშაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი მძიმე მგდომარეობაში ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.