ელენე ნიჟარაძე - მოსმენის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა არ გამიკვირდება, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ეს ჩვეულებრივი მოვლენაა
ელენე ნიჟარაძე - მოსმენის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა არ გამიკვირდება, რადგან ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ეს ჩვეულებრივი მოვლენაა

„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელის, ელენე ნიჟარაძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა კითხვები, თუ როგორ ხდება უბნების შერჩევა და ფიქრობდნენ, რომ მათემატიკურად რაღაც ხარვეზი იყო პროგრამაში.

„ქართულ ოცნებას“ ჰქონდა კითხვები, როგორ ხდება უბნების შერჩევა, მათ ჰქონდათ თავიანთი მოსაზრება, რაც შემდგომ საჯაროდაც წარადგინეს, რომ მათემატიკურად რაღაც ხარვეზი იყო პროგრამაში, მათ თქვეს, რომ ასე დათვალეს და ამაზე ჰქონდათ კითხვა“, – აღნიშნა ელენე ნიჟარაძემ.

კითხვაზე, როდის გაიგეთ, რომ ხარვეზი არსებობდა, ნიჟარაძე პასუხობს, რომ არჩევნების დამთავრების შემდეგ ორგანიზაცია აუდიტს ატარებს, რა დროსაც ბევრი რამ განიხილება, ამავდროულად, ჰქონდათ კითხვებიც, რომ შესაძლოა, რაღაც პრობლემა ყოფილიყო დამკვირვებლების მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციაში.

„როდესაც არჩევნები მთავრდება, ორგანიზცია ატარებს ხოლმე აუდიტს, ჩვენ ამას ვაკეთებთ ხოლმე და ეს პროცესი არის საკმაოდ სრულყოფილი, ეს შიდა პროცესია და ბევრი რაღაცის განხილვა ხდება, ვერსიების განხილვაც იყო, შესაძლებელი იყო, რომ პრობლემა აქაც ყოფილიყო, გვქონდა კითხვებიც, რომ შეიძლება, რაღაც პრობლემა ყოფილიყო დამკვირვებლების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში“, – აღნიშნა ელენე ნიჟარაძემ.

„10 ნომბერს გააჟღერა „ქართულმა ოცნებამ“, რომ იქ რაღაც შეცდომაა, რა იცოდა „ქართულმა ოცნებამ“ შიდა აუდიტის შესახებ, თქვენს შიგნით რა ხდებოდა?“, – აღნიშნულ კითხვაზე საპასუხოდ ნიჟარაძე ამბობს, რომ ეს თავად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს უნდა ჰკითხონ.

„ჩვენ შიდა აუდიტის ჩატარება დავიწყეთ 9 ნოემბრის კვირაში, რა იცოდნენ, ეს უნდა ვკითხოთ „ქართულ ცონებას“. მათ თვითონ გააჟღერეს ეს ინფორმაცია, რომ რაღაც იცოდნე. მე არც ერთ ჩემს თანამშრომლეზე არ ვუშვებ ვარაუდს, რომ ინფორმაცის გასცემდნენ“, – განაცხადა ელენე ნიჟარაძემ.

კიდევ ერთ კითხვაზე -„მაშინ გისმენდნენ?“- ნიჟარაძე პასუხობს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, თუმცა არც გაუკვირდება.

„ეს ის საკითხია, რომ გავიგო, არ გამიკვირდება, მე ამასთან დაკავშრებით არ მაქვს რამე ინფორმაცია, ან რამე მინიშნება ვინმეს მხრიდან. არ მაქვს ეს ინფორმაცია, მაგრამ რომ გავიგო, არ გამიკვირდება, რადგან, სამწუხაროდ, ჩვენ ვცხოვრობთ იმ ქვეყანაში, სადაც მოსმენა ჩვეულებრივი მოვლენაა“, – განაცხადა ელენე ნიჟარაძემ.

მისივე თქმით, აღმოჩენილი ხარვეზის შესახებ დონორ ორგანიზაცია USAID-ს ნომებრის ბოლოსთვის აცნობა.

ცესკო-ს საბოლოო მონაცემებით, „ქართულ ოცნებას“ ხმათა 48,22% აქვს მიღებული. ამასთან, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგებით, „ქართული ოცნების“ მაქსიმალური შედეგი 48,3% -ია, მინიმალური კი – 46,9%. ამდენად, „სამართლიანი არჩევნების“ პარალელური დათვლის დაზუსტებული შედეგები, ცდომილების ხარისხის გათვალისწინებით, ცესკო-ს საბოლოო შედეგებს ემთხვევა. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის მიერ პირველ ნოემბერს გამოქვეყნებული პარალელური დათვლის შედეგებით, „ქართული ოცნების“ მაქსიმალური შედეგი 46.5% იყო, მინიმალური კი – 45.1%.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „არითმეტიკული გაანგარიშებით დაადგინა უხეში ხარვეზი, თუმცა ვიდრე საკითხი ელჩებთან არ დაისვა, ელენე ნიჟარაძემ ამ ინფორმაციის გამჟღავნება არ იკადრა“. საპასუხოდ, „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა, ელენე ნიჟარაძემ განაცხადა, რომ „არაფერს მალავდნენ, ჰქონდათ სტრატეგია, როგორ მიეწოდებინათ საზოგადოებისთვის ინფორმაცია და ამაზე მუშაობდნენ“.