ელენე ხოშტარია - აქცია 7 ნოემბერს არ იქნება, რადგან 7-ში არ უნდა იყოს
ელენე ხოშტარია - აქცია 7 ნოემბერს არ იქნება, რადგან 7-ში არ უნდა იყოს

მოძრაობა „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ოპოზიციის აქცია თბილისში 7 ნოემბერს არ ჩატარდება.

როგორც ხოშტარიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, აქცია ჩატარდება, თუმცა აქციის გამართვის ზუსტი დრო ხოშტარიას არ დაუსახელებია.

„7 ნოემბერს არ იქნება, მოდი პირდაპირ გავხსნი კარტებს. ნიკამ კვირა თქვა, თუმცა მე ახლა ნიკას მაგივრად ვერ ვიტყვი. აქციის გამართვა გადაწყვეტილია, აქცია იქნება 6-ში ან 8 ნოემბერს. სხვა ციკლში არ გადაიწევს, უბრალოდ, 7 ნოემბერს არ იქნება, რადგან 7-ში არ უნდა იყოს“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დღევანდელ აქციაზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ოპოზიცია აქციას 7 ნოემბერს გამართავს.