ელ-შაარავი „შანხაი შენჰუას“ ფეხბურთელია
„რომას“ ფორვარდი სტეფან ელ-შაარავი ჩინეთში გადავიდა სათამაშოდ და „შანხაი შენჰუას“ მოთამაშე გახდა, – წერს ჩინური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
26 წლის ფეხბურთელმა სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვით, ჯამში 40 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ტრანსფერის თანხამ 18 მილიონი შეადგინა.
ელ-შაარავი „რომაში“ 2016 წლიდან გამოდიოდა. გასულ სეზონზე მან 28 მატჩი ჩაატარა სერია A-ში და 11 გოლი გაიტანა. სულ რომაულ კლუბში ფორვარდს 100 მატჩი და 32 გოლი დაუგროვდა.