ელ-შაარავი - ჩინეთში მდგომარეობა უმჯობესდება, ხალხი ქუჩაში დაბრუნდა
ელ-შაარავი - ჩინეთში მდგომარეობა უმჯობესდება, ხალხი ქუჩაში დაბრუნდა

ჩინეთის სუპერლიგის კლუბ „შანხაი შენხუაში“ მოთამაშე იტალიელმა ფორვარდმა სტეფან ელ-შაარავიმ ილაპარაკა ჩინეთში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ სიტუაციაზე.

„ქვეყანაში მდგომარეობა უმჯობესდება და ეს არის მთელი ჩინეთისთვის მნიშვნელოვანი გამარჯვება. ქვეყანაში პასუხისმგებლობის უდიდესი გრძნობა არსებობდა. იყო უდიდესი თანამშრომლობა და ურთიერთპატივისცემა. ადამიანები ქუჩაში დაბრუნდნენ. ეს დიდი გაკვეთილი და იმედის მესიჯია დანარჩენი მსოფლიოსთვის“, – თქვა ფეხბურთელმა.

ელ-შაარავიმ ასევე აღნიშნა, რომ ჯერჯერობით მზად არ არის იმაზე სალაპარაკოდ, დაბრუნდება თუ არა თავის ყოფილ კლუბ „რომაში“.