ეკვატორულ გვინეაში, სამხედრო ბაზაზე აფეთქებების შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა, 400-ზე მეტი კი დაშავდა
ეკვატორულ გვინეაში, სამხედრო ბაზაზე აფეთქებების შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა, 400-ზე მეტი კი დაშავდა

ეკვატორული გვინეის სამხედრო ბაზაზე მასშტაბური აფეთქებების შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა, 400-ზე მეტი კი დაშავდა.

აფეთქებების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა წინასწარი პროგნოზით, ინციდენტი შესაძლოა იარაღის საწყობს უკავშირდებოდეს. ქალაქ ბატაში, აფეთქების ადგილას სახლებს რკინის სახურავები მოწყდა, ხოლო მოქალაქეები ქუჩებში პანიკურად გადაადგილდებოდნენ.

ნავთობითა და გაზით მდიდარი ეკვატორული გვინეის 1.4 მილიონი მოსახლის უმრავლესობა სიღარიბეში ცხოვრობს. ეკვატორულ გვინეას უკვე 42 წელია, 78 წლის ტეოდორო ობიანგ ნგუემა მართავს.