ეკიპი - ბარსელონა გრიზმანის ტრანსფერს გეგმავს
ეკიპი - ბარსელონა გრიზმანის ტრანსფერს გეგმავს

ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერი ბარსელონა ხელმეორედ აპირებს მადრიდის ატლეტიკოს ფორვარდ ანტუან გრიზმანისთვის ბრძოლას.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალიდან გამოვარდნის შემდეგ, ფრანგს ეჭვი შეეპარა თავის მომავალში მადრიდულ კლუბში დარჩენის შემთხვევაში. სწორედ ამ მომენტის გამოყენებას აპირებენ კატალონიელები, რომლებსაც უკვე ჰქონდათ კონტაქტი გრიზმანის აგენტებთან, – იტყობინება ფრანგული გაზეთი ეკიპი (L’Equipe).

ფრანგ თავდამსხმელს კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად 120 მილიონი ევრო უწერია.

ბარსელონას გრიზმანის ყიდვა 2018 წლის ზაფხულში სურდა, მაგრამ მაშინ თავდამსხმელმა ატლეტიკოში დარჩენა ამჯობინა.