ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მოხუცთა თავშესაფრებში ტესტირების პროცესი შესაძლოა, მიმდინარე კვირაში დაიწყოს
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მოხუცთა თავშესაფრებში ტესტირების პროცესი შესაძლოა, მიმდინარე კვირაში დაიწყოს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მოხუცთა თავშესაფრებში ტესტირების პროცესი შესაძლოა, მიმდინარე კვირაში დაიწყოს.

„ჩვენ დღეს უკვე სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტში დავიწყეთ ყველა იმ იურიდიული დოკუმენტაციის მომზადება, რომელიც საჭირო არის, რათა კლინიკურმა ჯგუფებმა უკვე დაიწყონ განხორციელება ამ პროცესის. შესაძლებელია, რომ ამ კვირაში ეს ყოველივე დაიწყოს“,- განაცხადა მინისტრმა.

კითხვაზე, გარდა თავშესაფრებისა, შესაძლებელია, რომ მაღალი ასაკობრივი ჯგუფების მოცვა კიდევ გაიზარდოს, მინისტრმა უპასუხა, რომ ჯერჯერობით ეს დაგეგმილი არ არის, თუმცა გამორიცხულიც არაფერია.

„ვინაიდან, ჩვენ უკვე გვყავს ძალიან ბევრი სამიზნე ჯგუფი და დიდი რაოდენობა არის მოსახლეობის მოცული, დღეს მსჯელობის შედეგად, ამ ეტაპისთვის ნამდვილად არ ვგეგმავთ, თუმცა ისევ და ისევ, როგორც მარნეულის და ბოლნისის მაგალითზე, ჩვენ კიდევ მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ გამოვრიცხავთ, თუმცა მომდევნო რამდენიმე დღის მანძილზე ეს ცვლილება სავარაუდოდ ამ ალგორითმში არ შევა“, – განაცხადა ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, გაფართოებულ ტესტირებაში დამატებითი ჯგუფები ჩაერთვებიან.

საუბარია მოხუცებულთა თავშესაფრებზე და ისეთ სათემო პანსიონატებზე, სადაც შშმ პირები არიან მოთავსებული.