ეკატერინე ტიკარაძე მუშის დაღუპვასთან დაკავშირებით ჭიათურაში შრომის ინსპექტორებს ხვდება
ეკატერინე ტიკარაძე მუშის დაღუპვასთან დაკავშირებით ჭიათურაში შრომის ინსპექტორებს ხვდება

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჭიათურაში ჩავიდა, სადაც ამ წუთებში შრომის ინსპექტორებს ხვდება. მინისტრი ჭიათურის მაღაროში მუშის დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით ინსპექტორებისგან პირველად ინფორმაციას მოისმენს.

ამის შემდეგ ეკატერინე ტიკარაძე კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის” ადმინისტრაციასთან გამართავს დახურულ შეხვედრას და მედიასთან კომენტარს გააკეთებს.

მინისტრი უკვე იმყოფებოდა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაჩირში, სადაც მან გარდაცვლილი მაღაროელის ოჯახს მიუსამძიმრა.

ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში შემთხვევა გუშინ მოხდა. მუშის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ. როგორც საქართველოს პირველ არხს უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.