ეკატერინე გორგოძემ წყვილთა შორის ვროცლავის ღია პირველობა მოიგო #1TVSPORT
ქართველმა ჩოგბურთელმა, ეკატერინე გორგოძემ წყვილთა შორის ვროცლავის ღია პირველობა მოიგო. პოლონეთში დასრულებულ ტურნირზე ის სლოვენიელ დალილა იაკუპოვიჩთან ერთად გამოდიოდა.
ITF-ის 40 000-იანი ტურნირის ფინალში ქართულ/სლოვენიურმა წყვილმა პოლონეთის წარმომადგენლები დარია კუჩერი და ვერონიკა ევალდი 6:4, 4:6, 10:7 დაამარცხა.
ეკატერინე გორგოძისთვის წყვილთა შორის ეს ITF-ის 33-ე მოგებული ტურნირია. სულ კი 31 წლის ქართველ ჩოგბურთელს ერთეულთა და წყვილთა თანრიგში 57 ტურნირზე აქვს პირველი ადგილი მოპოვებული.