ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე სენ-მალოს ტურნირის წყვილთა თანრიგის გამარჯვებულია. ტურნირზე მისი მეწყვილე უკრაინელი მარინა ზანეივსკა იყო.
ფინალში ეკატერინეს და მარიას მოწინააღმდეგეები მოლდოველი ალიონა ბოლსოვა და ხორვატი ტერეზა მარდიზა იყვნენ. მატჩი ორი საათი გაგრძელდა და ანგარიშით 6:7, 7:5, 10:8 ქართულ-უკრაინული წყვილის სასარგებლოდ დასრულდა.