ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე ასტანას ტურნირის ჩემპიონი გახდა. ფინალში მან ძალიან იოლად დაამარცხა უზბეკი ჩოგბურთელი საბინა შარიპოვა – 6:4, 6:1.
გორგოძემ 12 მოგებული გეიმიდან ექვსი მეტოქის მოწოდებაზე აიღო, თავად კი ორჯერ დათმო საკუთარი გეიმი.
აღსანიშნავია, რომ გორგოძემ ტიტული ისე მოიგო, რომ სეტი არ წაუგია და კარიერაში პირველად შევა WTA-ის რეიტინგის TOP200-ში.