ეკატერინე გორგოძე წყვილთა თანრიგში პორტუს ტურნირის გამარჯვებულია #1TVSPORT
ეკატერინე გორგოძემ წყვილთა თანრიგში მორიგი ტურნირი მოიგო. ამჯერად ქართველი ჩოგბურთელი ესპანელ ლიერე რომეროსთან ერთად პორტუს ITF-ის ტურნირის გამარჯვებული გახდა.
ფინალურ დაპირისპირებაში გორგოძისა და რომეროს დუეტმა პორტუგალიელი მატილდე ჟორჟესა და ხორვატი ტარა ვურტის წყვილი 3 სეტში (6:4, 2:6, 11:9) დაამარცხა.
ამ ტიტულის მოპოვებამდე ქართულ-ესპანურმა წყვილმა 3 თამაში მოიგო. პირველი წრე მათ გამოტოვეს, რადგან პირველ ნომრად იყვნენ განთესილები, შემდეგ კი ფინალამდე ჯერ – ხორვატი ლეა ბოსკოვიჩისა და ანტონია რუზიჩის წყვილი (6:4, 3:6, 10:6), შემდეგ კი პორტუგალიელი ინეს მურტასა და ინდოელი ვასანტი შინდეს დუეტი დაამარცხეს (6:1, 6:3).