ეკატერინე გორგოძე ტრანსილვანიის ტურნირის ფინალშია #1TVSPORT
ეკატერინე გორგოძე ტრანსილვანიის ტურნირის ფინალშია #1TVSPORT

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე ტრანსილვანიის ღიას (საპრიზო ფონდი 235 238 დოლარი) წყვილთა თანრიგის ფინალში ითამაშებს. მან და მისმა რუმინელმა მეწყვილემ ირინა ბარამ ნახევარფინალში რუმინელები ბეგუ/მიტუ სამ სეტში ანგარიშით 6:3 2:6 10:7 დაამარცხეს და ტიტულის მოსაგებად ტურნირზე ხვალ ითამაშებენ.

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ბრიტანელ სამანტა მიურეისთან ერთად საფრანგეთში მიმდინარე პუატიეს ტურნირზე ხვალ წყვილთა თანრიგში ფინალში იასპარეზებს.