ეკატერინე გორგოძე სანტიაგოს ტურნირს, ოქსანა კალაშნიკოვა ავსტრიის ღიას გამოეთიშნენ #1TVSPORT
ჩილეში მიმდინარე ტურნირზე ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე ერთეულებში, მეოთხედფინალში პარაგვაელ ვერონიკა სეპედეს შეხვდა და ორ სეტში, ანგარიშით 1:6 3:6 დამარცხდა. ქართველი მსოფლიო რეიტინგში 154-ე ადგილზეა, მისი მეტოქე კი 249-ე პოზიციას იკავებს. გორგოძე სანტიაგოს ტურნირს წყვილთა თანრიგშიც გამოეთიშა, სადაც ირინა ბარასთან ერთად თამაშობდა. ქართულ/რუმინული დუეტი ნახევარფინალში გერლახი/სეგუელის წყვილთან სამ სეტში, ანგარიშით 7:6 2:6 6:10 დამარცხდა. შეგახსენებთ, რომ გორგოძემ და ბარამ ბოლო პერიოდში ზედიზედ ორი – ტრანსილვანიისა და ბუენოს-აირესის ტურნირების მოგება შეძლეს.
ასევე წარუმატებელი გამოდგა ავსტრიულ ქალაქ ლინცში მიმდინარე WTA-ის ტურნირის ნახევარფინალური დაპირისპირება ქართველ ჩოგბურთელ ოქსანა კალაშნიკოვასთვის, რომელიც წყვილთა თანრიგში იაპონელ მიუ კატოსთან ერთად გათამაშებას გამოეთიშა. ქართულ/იაპონური დუეტი ჩინელებთან – ვანგთან და ჟენგთან დამარცხდნენ.