ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე ITF W60 Andrezieux-Boutheon ტურნირის წყვილთა თანრიგის ფინალშია.
ეკას მეწყვილე კვიპროსის წარმომადგენელი რალუკა სერბანია. დღეს, ისინი ფინალში რუმინულ წყვილს დაუპირისპირდებიან. საფრანგეთში მიმდინარე ტურნირის დამთავრებისთანავე, გორგოძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ფინეთის ქალაქ ჰელსინკიში შეუერთდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ფედერაცისი თასზე მონაწილეობის მისაღებად ფინეთში გაემგზავრა.