ეკატერინე გორგოძე ხრომაჩევასთან დამარცხდა
ეკატერინე გორგოძე ხრომაჩევასთან დამარცხდა

მოსკოვში მიმდინარე ATP-ის ტურნირზე, ქართველი ჩოგბურთელი, ეკატერინე გორგოძე ასპარეზობდა.

ტურნირის მეოთხედფინალში ის მასპინძელთა წარმომადგენელს, მსოფლიოს 155-ე ჩოგანს, ირინა ხრომაჩევას დაუპირისპირდა და დამარცხდა.

მატჩის პირველი სეტი დაძაბული გამოდგა. ორივე ჩოგბურთელმა საკუთარი მოწოდება ორჯერ დათმო და ყველაფერი ტაი-ბრეიკში გადაწყდა, სადაც რუსმა 7:2 მოიგო.

თამაშის მეორე სეტში გორგოძეს დაღლა დაეტყო და ხრომაჩევამ საქმე გამარჯვებამდე მარტივად მიიყვანა – 7:6; 6:3.

ეკატერინე გორგოძე მსოფლიო რეიტინგში 157-ე ადგილს იკავებს.