ეკატერინე გორგოძე კარლსრუეს საერთაშორისო ტურნირის, წყვილთა თანრიგის გამარჯვებულია. 29 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა, მის მეწყვილესთან, რუმინელ ირინა ბარასთან ერთად ფინალში პოლონელი კატარზინა პიტერსისა და ეგვიპტელი მაიარ შერიფის წყვილი დაძაბულ შეხვედრაში დაამარცხა.
პირველი სეტი ქართულ-რუმინულმა დუეტმა მარტივად 6:3 მოიგო, შემდეგი სეტი კი 2:6 დათმო. გადამწყვეტი პარტია კი გორგოძისა და ბარას მოგებით 10:7 დასრულდა.
ფინალამდე ეკატერინემ და მისმა მეწყვილემ ზედიზედ ორჯერ რუსეთის სახელით მოასპარეზე მეტოქეები დაამარცხეს.