ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე გერმანიის ქალაქ კარლსრუეში, ქალთა „ჩელენჯერის“ სერიის ტურნირის წყვილთა თანრიგის ფინალში გავიდა.
გორგოძის მეწყვილე რუმინელი ირინა მარია ბარა გახლავთ. ქართულ-რუმინული წყვილი მეოთხე ნომრად არის განთესილი და ბრძოლაში მეოთხედფინალიდან ჩაება. ამ ეტაპზე გორგოძემ და ბარამ რუსებს – ფომინასა და იაშინას 7:5, 6:2 მოუგეს, ნახევარფინალში კი ასევე რუსები – ძალამიძე და პანოვა დაამარცხეს ძალიან იოლად – 6:3, 6:1.
გორგოძის პარტნიორი ირინა მარია ბარა სწორედ წყვილებში თამაშით არის ცნობილი. 2019 წელს, ის დუეტების რეიტინგში 56-ე ნომერი იყო, 2018 წელს როლან გაროსზე კი მეოთხედფინალში გავიდა.
ფინალში გორგოძისა და ბარას მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა.