ეკატერინე გორგოძე ნახევარფინალშია.ავსტრალიის ქალაქ ბურნიეში მიმდინარე ITF-ის სერიის ტურნირზე, ქართველმა ჩოგბურთელმა ეკო გორგოძემ ნახევარფინალის საგზური მოიპოვა.
მან მეოთხედფინალში ესპანელი სოლერ ესპინოზა ანგარიშით 6:4, 5:7, 6:1 დაამარცხა და ნახევარფინალში ავსრალიელ ვოლქოლს შეხვდება. შეხვედრა ხვალ, დილის 04:00 საათზე დაიწყება.