ეკატერინე გორგოძე ბუენოს აირესის ტურნირის წყვილთა თანრიგის გამარჯვებულია #1TVSPORT
ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე არგენტინაში მიმდინარე ბუენოს აირესის ტურნირზე წყვილთა თანრიგში გამარჯვებული გახდა. გორგოძე რუმინელ ირინა ბარასთან ერთად გათამაშების ფინალში არგენტინულ/ბერძნულ წყვილს, კარლე-პაპამიხაილს შეხვდნენ და მეტოქეები სამ სეტში ანგარიშით 5:7 7:5 10:4 დაამარცხეს. გორგოძე და ბარა ბუენოს აირესის ტურნირზე პირველ ნომრად იყვნენ განთესილები.
ეკატერინე გორგოძე ბუენოს აირესის WTA-ის 125-ქულიანი ტურნირის ერთეულთა თანრიგშიც გამოდიოდა, სადაც მეოთხედფინალური მატჩი გათამაშების პირველ ნომერთან, ეგვიპტელ მაიარ შერიფთან გამართა. ქართველი ორ სეტში ანგარიშით 1:6 4:6 დამარცხდა.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე წინა კვირაში ტრანსილვანიის ღია პირველობის წყვილთა თანრიგის გამარჯვებული გახდა. ტურნირის ფინალში მან და რუმინელმა ირინა ბარამ ნიდერლანდურ-სერბული წყვილი კერხოვე-კრუნიჩი სამ სეტში ანგარიშით 4:6, 6:1, 11:9 დაამარცხეს.