ეკა ხერხეულიძე ავრცელებს დავით არახამიას ვიდეომიმართვას, რომ ქართულ პოლიტიკაში მის შემოსვლაზე ინფორმაცია სიცრუეა 
ეკა ხერხეულიძე ავრცელებს დავით არახამიას ვიდეომიმართვას, რომ ქართულ პოლიტიკაში მის შემოსვლაზე ინფორმაცია სიცრუეა 

„ნაციონალური მოძრობის“ წევრი ეკა ხერხეულიძე უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას ვიდეომიმართვას ავრცელებს.

გავრცელებულ ვიდეოში არახამია სიცრუეს უწოდებს ქართულ პოლიტიკაში მის შემოსვლაზე გავრცელებულ ინფორმაციას.

დავით არახამიას ქართულ პოლიტიკაში მოსვლის შესახებ ინფორმაცია ნიდერლანდურმა გამოცემამ Nederlands Dagblad-მა გამოაქვეყნა. გამოცემამ უკრაინელი პოლიტიკოსის წერილი გაავრცელა.

როგორც დავით არახამიას წერილშია აღნიშნული, „მოვიდა დრო, ღიად ჩავერთო საქართველოს პოლიტიკაში და ჩემი წვლილი შევიტანო წინაპართა სამშობლოს გათავისუფლებაში პრორუსული კლანისგან, რუსი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით“.