ეკა ბესელიას მოვალეობის შემსრულებლის საკითხზე იურიდიული კომიტეტი დღეს იმსჯელებს
ეკა ბესელიას მოვალეობის შემსრულებლის საკითხზე იურიდიული კომიტეტი დღეს იმსჯელებს

პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩაინიშნა.

სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის საკითხზე იმსჯელებენ.

როგორც ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა ლევან გოგიჩაიშვილმა განუცხადა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ის ადამიანი უნდა გახდეს, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს მხარს არ დაუჭერს.

ლევან გოგიჩაიშვილი არ აკონკრეტებს, ვინ შეასრულებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობას.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დღეს დატოვა.