ეკა ბესელია ზაზა სარალიძეს - უცნაურია, კომისიაში, სადაც უმრავლესობა ოპოზიციას აქვს, ეკა ბესელიას უცხადებდე უნდობლობას
ეკა ბესელია ზაზა სარალიძეს  - უცნაურია, კომისიაში, სადაც უმრავლესობა ოპოზიციას აქვს, ეკა ბესელიას უცხადებდე უნდობლობას

ძალიან უცნაურია, კომისიაში, სადაც უმრავლესობა ოპოზიციას აქვს და კომისიის თავმჯდომარე ოპოზიციის წარმომადგენელია, ეკა ბესელიას უცხადებდე უნდობლობას, – ასე პასუხობს ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი ეკა ბესელია ზაზა სარალიძეს.

„ბატონო ზაზა, კიდევ ერთხელ გიცხადებთ სამძიმარს თქვენ და ყველა დაზარალებულს.
განცხადება, რაც დღეს ჩემთან დაკავშირებით გააკეთეთ, უკვე მართლაც პოლიტიკური გზავნილია თქვენი მხრიდან!

მე არცერთ ეთერში და მათ შორის „რუსთავი 2“-ის ეთერში, სადაც თქვენც იყავით, არ მიმიცია ჩემი თავისთვის უფლება, დამედანაშაულებინეთ რაიმეში! გიცხადებდით და გიცხადებთ სრულ სოლიდარობას.

„ნაციონალურ მოძრაობას“ რასაც ვეუბნები, ეს თქვენ ნამდვილად არ გეხებათ!

ძალიან უცნაურია, იმ კომისიაში, სადაც უმრავლესობა ოპოზიციას აქვს და „ევროპული საქართველოს“, სადაც კომისიის თავმჯდომარე ოპოზიციის წარმომადგენელია, ეკა ბესელიას უცხადებდე უნდობლობას.
ეს უკვე მართლაც ბევრისმთქმელია ჩემთვის“, – წერს ეკა ბესელია სოციალურ ქსელში.

ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამამ, ზაზა სარალიძემ დღეს განაცხადა, რომ დროებით საგამოძიებო კომისიაში ეკა ბესელიას გარდა, ყველას ენდობა.

პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია 6 ივნისს შეიქმნა.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა დღეს გაიმართება, რომელზეც კომისიის დებულებას მიიღებენ.