ეკა ბესელია - პრეზიდენტის მიერ ლევან ყიფიანზე გაკეთებული განცხადების კონტექსტი გაუგებარი იყო 
ეკა ბესელია - პრეზიდენტის მიერ ლევან ყიფიანზე გაკეთებული განცხადების კონტექსტი გაუგებარი იყო 

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ ლევან ყიფიანთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილის განცხადება მისთვის გაუგებარია.

როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, საქმესთან დაკავშირებით ლევან ყიფიანი აკეთებს განმარტებებს და ყვება რა მოხდა.

„საერთოდ ვერ გავიგე ვის გულისხმობდა პრეზიდენტი. საერთოდ ვერ გავიგე ამ განცხადების კონტექსტი, რადგან ვისზე საუბრობდა, ვინ განდევნა, რა განდევნა. ლევან ყიფიანი განმარტებებს აკეთებს იმ საქმეზე, რომელიც არ შეიძლება მე ან თქვენ იცოდეთ. მან იცის და ყვება რა მოხდა, ამიტომ ამ განცხადებების შემდეგ უნდა გაკეთდეს დასკვნა გამოძიების მხრიდან და უნდა იყოს გამოძიებული. არ ვიცი, ვის გულისხმობდა, ვინ გარიყა, ან ვინ დააფარა ხელი. მგონია, რომ პრეზიდენტის საუბრის კონტექსტი ძალიან გაუგებარი იყო”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ლევან ყიფიანს თანამებრძოლებმა ზურგი შეაქციეს.