ეკა ბესელია - პრეზიდენტის გამოსვლისას დებატები იქნება საინტერესო, პერსონალური თავდასხმების და შეურაცხყოფის გარეშე
ეკა ბესელია - პრეზიდენტის გამოსვლისას დებატები იქნება საინტერესო, პერსონალური თავდასხმების და შეურაცხყოფის გარეშე

პარლამენტში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის წლიური მოხსენებით გამოსვლისას პოლიტიკური დებატები იქნება საინტერესო, ყოველგვარი პერსონალური თავდასხმებისა და შეურაცხყოფის გარეშე. ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა.

ბესელიას შეფასებით, მსჯელობა შეეხება იმას, თუ რამდენად ასრულებდა პრეზიდენტი მედიატორის ფუნქციას, ასევე რამდენად სასარგებლო იყო მის მიერ გამოყენებული ვეტოები პოლიტიკური პროცესისა და ქვეყნისთვის.

„ამ პოლიტიკურ დებატებს ვუყურებ ძალიან მნიშვნელოვანი პრიზმით. პირველ რიგში, დავინახოთ, რომ ეს არ არის კინკლაობა და პერსონალური თავდასხმები ან პერსონალური შეტევები ინსტიტუციაზე. პირიქით, ეს არის კონსტიტუციური ინსტიტუტებიდან გამომდინარე უფლებამოსილების შესრულების პროცესში გამოვლენილი პრობლემები.

მინდა დავინახოთ, მთავარი დისკუსია სად მიმდინარეობს -კონსტიტუციურად პრეზიდენტი, რომელიც დამაბალნსებელია და მედიატორია, ამ თვალსაზრისით შევაფასოთ მთელი ეს წლები, იყო თუ არა ეს მედიატორის ფუნქცია და იყო თუ არა გამოყენებული ვეტოები სასარგებლო პოლიტიკური პროცესისთვის, ქვეყნისთვის. იყო სხვა კონსტიტუციური საკითხებიც, რაც ბუნებრივია, დებატების საგანია. მე ვფიქრობ, მთლიანობაში, დებატები იქნება საინტერესო, ყოველგვარი პერსონალური თავდასხმების და შეურაცხყოფის გარეშე“, – განაცხადა ბესელიამ.

პარლამენტში ხვალ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის წლიური მოხსენებით გამოსვლა პოლიტიკური დებატების ფორმატში წარიმართება.