ეკა ბესელია - მზად ვარ, ჩემი ძალიან პრინციპული პოზიციები კოლეგებს გავუზიარო
ეკა ბესელია - მზად ვარ, ჩემი ძალიან პრინციპული პოზიციები კოლეგებს გავუზიარო

დეპუტატი ეკა ბესელია ელოდება, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე საგნობრივი, შინაარსობრივი და არგუმენტირებული მსჯელობა გაიმართება.

როგორც მან სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში შეხვედრაზე დასასწრებად დღეს დილით ჩამოვიდა და საქმიანი განწყობა აქვს.

„მოლოდინი მაქვს, რომ დღევანდელი შეხვედრაზე საგნობრივი, შინაარსობრივი და არგუმენტებით იქნება მსჯელობა. მზად ვარ, ჩემი  ძალიან პრინციპული პოზიციები კოლეგებს გავუზიარო და ვთქვა, რატომ არ შეიძლება მოსამართლეთა სიის მხარდაჭერა, რაც იყო წარმოდგენილი, რატომ არ შეიძლებოდა დაჩქარებულად საკითხის განხილვა და რა უნდა გაკეთდეს მომავალში. ძალიან მყარი არგუმენტები მაქვს“, – განაცხადა დეპუტატმა.

ბესელია იმედოვნებს, რომ უმრავლესობა საერთო ხედვაზე შეჯერდება.

კითხვაზე, ხომ არ აპირებს უმრავლესობის დატოვებას ან ხომ არ იგეგმება მისი გარიცხვა, ბესელია წუხს, რომ ყველაზე ხშირად აღნიშნული კითხვა ისმის.

„ვწუხვარ, რომ ყველაზე ხშირად ეს კითხვა ისმის. თუ რამეზე არ ვფიქრობ, სწორედ ეს საკითხია. ასეთ არასერიოზული საკითხების არც დრო მაქვს და არც ადგილი გონებაში, ამით დავკავდე. რაც შეეხება გუნდურობას, ამაზე მყარი პოზიცია და არგუმენტები მაქვს. ის ადამიანი არ ვარ, ვისაც ესწავლება გუნდის შეხიდება და რა არის მხარდაჭერა“, – აცხადებს ბესელია.

მისი შეფასებით, ყველამ უნდა დაინახოს განსხვავება სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხსა და შიდა პარტიულ ურთიერთობებს შორის.

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა იწყება, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება.