ეკა ბესელია - მთავარია საბიუჯეტო დავალიანების გადახდა, ხელისუფლებას ბიზნესისთვის ხელის შეშლის მოტივაცია არ აქვს
ეკა ბესელია - მთავარია საბიუჯეტო დავალიანების გადახდა, ხელისუფლებას ბიზნესისთვის ხელის შეშლის მოტივაცია არ აქვს

მთავარია საბიუჯეტო დავალიანების გადახდა, ხელისუფლებას ბიზნესისთვის ხელის შეშლის მოტივაცია არ აქვს, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ეკა ბესელიამ „ომეგა ჯგუფის“ მიერ დავალიანების გადახდის დაწყების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განაცხადა.

„დეტალები არ ვიცი. ბიუჯეტში დავალიანების გადახდა დაიწყო, რაც აუცილებელი წინაპირობა იყო. საბიუჯეტო დავალიანების გადახდა არის მნიშვნელოვანი და ეს უნდა იყოს ყველაფრის წინაპირობა. სხვა მოტივაცია, ბიზნესისთვის ხელის შეშლის ხელისუფლებას არ აქვს.

დაიწყო გადახდის პროცესი და შესაბამისად შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა. ამაზე იყო მთელი ამ ხნის განმავლობაში საუბარი ხელისუფლების მხრიდან, რომ არანაირი სხვა ინტერესი არ არის გარდა იმისა, რომ საბიუჯეტო დავალიანება გადაიხადოს ამ კომპანიამ“, – განაცხადა ბესელიამ.

„ომეგა ჯგუფმა“ საბიუჯეტო დავალიანების გადახდა დაიწყო, კომპანია „ოჯთ“-მ მუშაობა განაახლა.