ეკა ბესელია - მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებაზე იურიდიული კომიტეტის გადაწყვეტილება იყო პოლიტიკურად და სამართლებრივად მცდარი
ეკა ბესელია - მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებაზე იურიდიული კომიტეტის გადაწყვეტილება იყო პოლიტიკურად და სამართლებრივად მცდარი

გადაწყვეტილება, რაც გუშინ იურიდიულმა კომიტეტმა აირჩია, იყო პოლიტიკურად და სამართლებრივად მცდარი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის გუშინდელ გადაწყვეტილებაზე კომენტირებისას აღნიშნა, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ეხებოდა.

როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, კონკრეტული საკითხის მიმართ კომიტეტის უმრავლესობა თავს იკავებს და არ აფიქსირებს პოზიციას, ეს პოლიტიკური შეცდომა და სისუსტეა.

„თუ ფიქრობ, რომ არგუმენტები წონადია, უნდა დაეთანხმო, თუ ფიქრობ, რომ რაღაცას ეწინააღმდეგება, მაშინ წინააღმდეგ უნდა წახვიდე. ის, რომ თავს იკავებს კომიტეტის უმრავლესობა და არ აფიქსირებს პოზიციას, არის სისუსტე და პოლიტიკური შეცდომა. არ ვისურვებ, რომ უმრავლესობამ, რომელიც სესიაზე მოისმენს ინიციატივას, იგივე პოზიცია აირჩიოს. იმედი მაქვს, უმრავლესობა დაინახავს, რომ საჭიროა პოლიტიკურად და სამართლებრივადაც ეს ნაბიჯი გადაიდგას და შეჩერდეს მოსამართლე უვადო გამწესება, გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე, ველოდები არგუმენტების ჭიდილს და არა იუსტიციის საბჭოს უმრავლესობის სურვილების გახმოვანებას, რასაც ვხედავ სამწუხაროდ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცხრა დეპუტატის მიერ ინიცირებულ „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.