იურიდიულ კომიტეტში ცხრა დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონპროექტი ჩავარდა
იურიდიულ კომიტეტში ცხრა დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონპროექტი ჩავარდა

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.

ცვლილებების განხილვა დაახლოებით ოთხი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. დეპუტატებს პროექტი ერთ-ერთმა ავტორმა, ეკა ბესელიამ წარუდგინა.

კანონპროექტი პარლამენტის ცხრა წევრმა მოამზადა. ცვლილებების თანახმად, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს.

ცვლილებების ინიციატორებმა საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა მოითხოვეს და საკითხი დღეს პირველი მოსმენით განიხილეს. მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტი კომიტეტის სხდომაზე ჩავარდა, მისი განხილვა პლენარული სხდომის ფორმატში მოხდება.

კანონპროექტს ხელს აწერენ ეკა ბესელია, ზვიად კვაჭანტირაძე, ალექსანდრე ერქვანია, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან გოგიჩაიშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე და ოთარ ჩრდილელი.