ეკა ბესელია - მიხეილ სააკაშვილს საქართველოში მართლმსაჯულება ელოდება
ეკა ბესელია - მიხეილ სააკაშვილს საქართველოში მართლმსაჯულება ელოდება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოში მართლმსაჯულება ელოდება. ბესელიამ ამის შესახებ სააკაშვილის მიერ გავრცელებული ვიდეომიმართვის კომენტირებისას განაცხადა.

„თუ სააკაშვილი ქვეყანაში დაბრუნებას გადაწყვეტს, მას მართლმსაჯულება ელოდება. ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი თუ აცნობიერებს რამე პასუხისმგებლობას, ეს პასუხისმგებლობა გულისხმობს საკუთარი ქვეყნის კანონების პატივისცემას და დაბრუნების შემთხვევაში, მას რაც ელოდება, ეს არის მოსამართლის მიერ გაცემული დაპატიმრების ბრძანება და პენიტენციურ დაწესებულებაში საკანი, სადაც, მისი პერიოდისგან განსხვავებით, პატიმრებს აღარ აწამებენ და თანამდეროვე სტანდარტების შესაბამისი პირობებია“, – აცხადებს ეკა ბესელია.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ ჩამოვა საქართველოში და თავის გუნდთან ერთად ყველა პროგრამას განახორციელებს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება წელსვე, საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ უნდა შეიცვალოს.