ეკა ბესელია - გუშინ ბოდიში უნდა მოეხადა მას, ვინც კიდევ ერთხელ დაგვანახებს, როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკური კულტურა პარლამენტში
ეკა ბესელია - გუშინ ბოდიში უნდა მოეხადა მას, ვინც კიდევ ერთხელ დაგვანახებს, როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკური კულტურა პარლამენტში

გუშინ საზოგადოებისთვის ბოდიშის მოხდა მოუწია პრემიერ-მინისტრს, მაშინ, როდესაც ეს ბოდიში უნდა მოეხადა იმ ადამიანს, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ახლა მეორე სერიისთვის კიდევ ერთხელ დაგვანახებს, როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკური კულტურა პარლამენტში,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.

„მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი დღე მშვიდ კონტექსტში მიმდინარეობს და უფრო დაუახლოვდა საპარლამენტო პოლიტიკურ პროცესს, გუშინდელი ემოციები იყო განსხვავებული. მინდა, ამაზე მოკლედ შევჩერდე.  გუშინ რაღაცნაირად ამომიტივტივდა მეხსიერებაში ძალიან საინტერესო პასაჟი, როდესაც ორი ადამიანი ერთმანეთთან უცებ შედის კონფლიქტში და ერთ-ერთი, რომელიც არის ძალიან მაღალი ზნეობრივი ღირებულების (მის სტატუსს ახლა შეგნებულად არ ვამბობ) სილას გააწნის მეორე ადამიანს და ის მეორე მიდის, ბოდიშს მოუხდის და ეუბნება: მაპატიე, რომ იმ ზომამდე მიგიყვანე, ხელი გამარტყიო.

გუშინ ბოდიშის მოხდა მოუწია პრემიერ-მინისტრს საზოგადოებისთვის, მაშინ, როდესაც ეს ბოდიში უნდა მოეხადა იმ ადამიანს, რომელიც დარწმუნებული ვარ, ახლა მეორე სერიისთვის, როდესაც მოვისმენთ გამოსვლებს, ალბათ, კიდევ ერთხელ დაგვანახებს, როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკური კულტურა პარლამენტში. როდესაც ვსაუბრობთ საპარლამენტო ზედამხედველობაზე და საპარლამენტო კულტურაზე, მე მგონია, რომ პირველ რიგში პარლამენტმა უნდა აჩვენოს მაღალი სტანდარტი“,- განაცხადა ბესელიამ.

გუშინ, ახალი მთავრობის წევრებსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილსა და ნიკა მელიას შორის დაპირისპირება მოხდა.