ეკა ბესელია - გიორგი მარგველაშვილმა ალბათ შეაფასა საკუთარი შესაძლებლობები და გადაწყვეტილება ამის მიხედვით მიიღო
ეკა ბესელია - გიორგი მარგველაშვილმა ალბათ შეაფასა საკუთარი შესაძლებლობები და გადაწყვეტილება ამის მიხედვით მიიღო

გიორგი მარგველაშვილმა ალბათ შეაფასა საკუთარი შესაძლებლობები და გადაწყვეტილება ამის მიხედვით მიიღო, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ პრეზიდენტის გადაწყვეტილების საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.

„ჩვენი რჩეული ვინც არის და ვინც იქნება, ამაზე ვიტყვით მაშინ, როდესაც გადაწყვეტილებას გამოვაცხადებთ. რაც შეეხება კანდიდატებს, ვინც საკუთარ თავს ასახელებენ, ალბათ თვითონ აფასებენ შესაძლებლობებს. პრეზიდენტმა ალბათ ასევე შეაფასა საკუთარი შესაძლებლობები და გადაწყვეტილება ამის მიხედვით მიიღო”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

გიორგი მარგველაშვილმა დღეს განაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს არ იყრის.