ეკა ბესელია - ციფრები, რაც „ევროპულმა საქართველომ“ და „ქართულმა ოცნებამ“ გამოაქვეყნეს, რეალურად ერთი და იგივე სურათია
ეკა ბესელია - ციფრები, რაც „ევროპულმა საქართველომ“ და „ქართულმა ოცნებამ“ გამოაქვეყნეს, რეალურად ერთი და იგივე სურათია

ციფრები, რაც „ევროპულმა საქართველომ“ და „ქართულმა ოცნებამ“ გამოაქვეყნეს, რეალურად ერთი და იგივე სურათია, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ „ქართული ოცნებისა“ და „რუსთავი 2“-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგების შეფასებისას განაცხადა.

ეკა ბესელიას განცხადებით, უნდა დაველოდოთ ცესკო-ს მონაცემებს, რადგან მიმდინარეობს დათვლის პროცედურები.

„მგონია, რომ მცირე განსხვავება იმიტაციისთვის გაკეთდა და რეალურად ერთიან, შეთანხმებულ სურათს ჰგავს და ეს განცხადებებიც ამას მოწმობს. საბოლოდ ცესკო-ს მონაცემებს დავეყრდნობით. საჭიროა მაქსიმალური ყურადღება ხმის დათვლის პროცესზე. ეს ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპია. ჩვენს წარმომადგენლებს მაქსიმალური მობილიზაციისკენ მოვუწოდებ, რადგან საჭიროა ხმების დათვლა მოხდეს კანონის სრული დაცვით. რამდენიმე საათში ცესკო-ს სრული სურათი ექნება და მათი მონაცემები ჩვენთვის საბოლოო იქნება. ჩვენი მონაცემები ცხადყოფს, რომ სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს. ჩვენ ცესკო-ს ვენდობით. 2,6 პროცენტი არის ცდომილება და ამის ფარგლებში შეიძლება სურათი იყოს შეცვლილი. ამ მონაცემებით, რაც გვაქვს, სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს. საბოლოო მონაცემს ცესკო გამოაქვეყნებს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

„ქართული ოცნების“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგის მიხედვით, მეორე ტურის ალბათობა არ არსებობს. „ფსიქო პროექტის“ კვლევების თანახმად, სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში იმარჯვებს.

რაც შეეხება „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებს, ედისონ რისერჩის“ კვლევის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძესა და სალომე ზურაბიშვილს შორის მეორე ტურია მოსალოდნელი.