ეკა ბესელია - ბუტას რობაქიძის საქმე ყველაზე დიდი სისასტიკისა და ძალადობის სიმბოლოა
ეკა ბესელია - ბუტას რობაქიძის საქმე ყველაზე დიდი სისასტიკისა და ძალადობის სიმბოლოა

ბუტას რობაქიძის საქმე ყველაზე დიდი სისასტიკისა და ძალადობის სიმბოლოა, – ამის შესახებ პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატმა ეკა ბესელიამ დიდუბის ეკლესიასთან განაცხადა, სადაც ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილზე მემორიალი გაიხსნა.

მისი თქმით, ბუტა რობაქიძის მკვლელობა სისტემური დანაშაულის უმძიმესი გამოვლინებაა.

„ბუტა, სანდრო, გიორგი, ზურა, ძალიან ბევრი სახელი დაგროვდა, სადაც ოჯახებს უდანაშაულო შვილები დაუხოცეს. ვწუხვარ და მაწუხებს ბუტას ოჯახს რომ დღემდე უწევს სასამართლოში სიარული, რათა მართლმსაჯულება აღსრულდეს. ამის გამო მათ ყველამ ბოდიში უნდა მოვიხადოთ. იმედი მაქვს, მართლმსაჯულება დროულად აღსრულდება“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

დიდუბის ეკლესიასთან, ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილას მემორიალი გაიხსნა. ინიციატივა მოძრაობას „არა ნაციზმს“ ეკუთვნის. როგორც სახალხო მოძრაობის დამფუძნებლებმა განაცხადეს, მემორიალი წინა ხელისუფლების დროს დახვრეტილი ბიჭების მოსახსენიებელი იქნება.