ეკა ბესელია - ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნება ახალი დინამიკის მომტანია
ეკა ბესელია - ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნება ახალი დინამიკის მომტანია

ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნება ახალი დინამიკისა და ახალი ეტაპის მომტანია,- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ უმრავლესობის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ეკა ბესელიას ინფორმაციით, შეხვედრას ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა.

მისივე განცხადებით, შეხვედრის მთავარი განსახილველი თემა პარტიის ყრილობის საორგანიზაციო საკითხები იყო.

რაც შეეხება პოლიტსაბჭოს დაკომპლექტებას, ბესელიას თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე სახელებსა და გვარებზე სუბარი არ ყოფილა.

„ამასთან დაკავშირებით პროცედურა პარტიის წესდების მიხედვით წარიმართება“,- განაცხადა ბესელიამ.

პარტია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა ხვალისთვისაა დაგეგმილი.  პარტიის ყრილობა კი 11 მაისს გაიმართება.

ყრილობაზე პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილს აირჩევენ, ასევე, არჩეულ იქნება პარტიის ახალი პოლიტსაბჭო.