ეკა ბესელია – ბადრი პატარკაციშვილი მიხეილ სააკაშვილისთვის საშიში იყო, რადგან ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, ბადრი პატარკაციშვილი ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის ძალიან საშიში იყო, რადგან მას ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა.
როგორც ჟურნალისტებს ბესელიამ განუცხადა, 2007 წლის მოვლენების დროს ბადრი პატარკაციშვილი სააკაშვილის რეჟიმის მიმართ პრინციპულად ყველაზე დაპირისპირებული პირი იყო.
„ის სააკაშვილისთვის ძალიან საშიში იყო, რადგან მას ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა და მისი შესაძლო ლიკვიდაციის თაობაზე ინფორმაცია მალე გავრცელდა. კერძოდ, საუბარი იყო იმაზე, რომ პატარკაციშვილის თავიდან მოშორებას აპირებდნენ”, – განაცხადა ბესელიამ.
ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი დგებუაძე ადასტურებს, რომ პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საკითხი მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო სანქცირებული.