ეკა ბესელია – ანრი ოხანაშვილმა თუ იცის, რა არის მომსახურების ზონა, პატარა კაცუნების გამონათქვამებზე კომენტარს ნუ გამაკეთებინებთ

12:49, 20.03.2019

პატარა კაცუნების გამონათქვამებზე მე კომენტარს ნუ გამაკეთებინებთ, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ანრი ოხანაშვილის განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოება იმაზე ღელავს, რომ მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით ცუდი პროექტია ინიცირებული.

„ანრი ოხანაშვილმა იცის, რა არის მომსახურების ზონა? ჯერ გაერკვა ამ პარლამენტის ლაბირინთებში და საერთოდ, პოლიტიკაში? ამ პატარა კაცუნების გამონათქვამებზე მე კომენტარს ნუ გამაკეთებინებთ. ვიდრე ფერებისა და ღილაკების, კაბინეტებისა და თანამდებობების გარკვევაში არიან ოხანაშვილ-ზარდიაშვილ-მდინარაძეები, მანამდე ჩვენი საზოგადოება ღელავს, რომ ცუდი პროექტია, რომელიც მათ დააინიცირეს, უნდათ, პარლამენტი იუსტიციის საბჭოდ აქციონ. ძალიან ცუდია, პარლამენტს წაართვა არჩევანის საშუალება და გადასცე იუსტიციის საბჭოს, რომელმაც ლამის დაანგრია დეკემბრიდან დაწყებული მმართველი პარტია. ამის შემდეგ რომ ვერ მიხვდები, რომ ასეთი კანონპროექტი არ უნდა შემოიტანო, რომელიც დაწერეს იუსტიციის საბჭოს ე.წ. ბიჭებმა, როგორც მათ უწოდებენ. ამაზე მძიმე პოლიტიკური ფასი იქნება გადასახდელი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

ანრი ოხანაშვილმა ეკა ბესელიას მწვავე განცხადებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე განაცხადა, რომ ეკა ბესელია გასულია მომსახურების ზონიდან.

მსგავსი